მარნეულში 14 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა
1762185077
„ფრანგული RSF ე.წ. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი თითქოს პოლიტიკიდანაა წასული. მათი სამარცხვინო ლოგიკით, ალბათ, „ქართული ოცნება“ პარტიზანული ორგანიზაციაა, ხოლო სალომე ზურაბიშვილი „მუდმივმოქმედი პრეზიდენტი“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მედიის მდგომარეობის გლობალური შეფასებებისას, RSF-ს ხშირად გამორჩენია ან რბილად გაუკრიტიკებია თავის დროზე ულტრამემარცხენეების მიერ მართული აშშ-ის აღმასრულებელნი და ამჟამად მაკრონის ეპოქის საფრანგეთი. ასე რომ დასკვნა მარტივია - ვინც იხდის, ის უკვეთავს „დასკვნა-შეფასებებს“.
„ნაცმარგინალები ზეიმობენ, „დიფ სთეითის“ ბენეფიციარმა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ბიძინა ივანიშვილი მედიის ე.წ. „მიმტაცებლად“ შერაცხა, თუმცა არ იმჩნევენ, რომ RSF ტრამპის მოწინააღმდეგეცაა, მის სპონსორთა სიაში კი - სოროსი, NED, USAID, ევროკავშირი და მსგავსნი. ფრანგული RSF ე.წ. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი თითქოს პოლიტიკიდანაა წასული.
მათი სამარცხვინო ლოგიკით, ალბათ, „ქართული ოცნება“ პარტიზანული ორგანიზაციაა, ხოლო სალომე ზურაბიშვილი „მუდმივმოქმედი პრეზიდენტი“ . საჯარო წყაროებიდან აშკარად ჩანს, რომ RSF-ის (Reporters sans frontières) შეფასებები არაერთხელ დაადანაშაულეს მიკერძოებაში და პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაში.
ყბადაღებული პუტინისა და ლუკაშენკოს თემები რომ გვერდით გავწიოთ, RSF უპირისპირდება ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც სუვერენიტეტისტია. განსაკუთრებით კონსერვატორებს. ამ პარიზული, ვითომ მიუკერძოებელი ორგანიზაციის სამიზნეთა სიაშია: ტრამპი (პირველი ვადისას) ორბანი, ფიცო, მასკი, ნეთანიაჰუ, მოდი და სხვა. წლებია ფრანგულ RSF-ს აზიანებს არაერთი ცნობა, რომ გამოირჩევა არაზუსტი დასკვნებით, შერჩევითი ფოკუსითა და აღქმებზე დაფუძნებული ანალიზით.
მედიის მდგომარეობის გლობალური შეფასებებისას კი, RSF-ს ხშირად გამორჩენია ან რბილად გაუკრიტიკებია თავის დროზე ულტრამემარცხენეების მიერ მართული აშშ-ის აღმასრულებელნი და ამჟამად მაკრონის ეპოქის საფრანგეთი. ასე რომ დასკვნა მარტივია - ვინც იხდის, ის უკვეთავს „დასკვნა-შეფასებებს“, - წერს აბაშიძე.