1731445216
„გერმანიის საელჩოს განცხადება არის უხეში ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში და არამეგობრული განწყობა“ - სოზარ სუბარი
გერმანიის საელჩოს განცხადება შეფასებების საგანი ხდება.
"მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. თავისუფლება თავისთავადად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ" - წერია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევის თარიღს მიეძღვნა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გერმანიის მხრიდან მათი განცხადება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა.
"გერმანიის საელჩოს განცხადება არის უხეში ჩარევა საქართელოს შიდა საქმეებში და არამეგობრული განწყობა. შეფარულად ეს უკვე დაუკავშირეს ბერლინის კედლის დაცემას, მაგრამ დაახლოებით იგივე შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნეს მოლდოვაშიც, თუმცა იქ რევოლუზიცაზე არ არის საუბარი, საიდანაც ჩანს რომ ისინი პირდაპირ რევოლუციისკენ მოუწოდებენ საქართველოს," - აცხადებს სოზარ სუბარი.