თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
ამ დროისთვის, გასული ღამის განმავლობაში, კლინიკებში 37 ადამიანი იქნა გადაყვანილი. არცერთ მათგანთან მიმართებით არ არის რაიმე სახიფათო და საყურადღებო ვითარება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, დაშავებულ მოქალაქეებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ.
„ამ 37 ადამიანიდან, 24 ადამიანი არის აქციის მონაწილე, 12 ადამიანი პოლიციელი, რომელიც ასევე იქნა გადაყვანილი. უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ მძიმეა ის ტრავმები, რომლითაც შედიან პოლიციელები, მათ მოქალაქეებზე მეტად აქვთ ტრავმები. პოლიციელებს აღენიშნებათ ტრავმები, რომელიც გამოწვეულია, მათ შორის, მძიმე მეტალის ნივთების სროლით და ა.შ. საკმაოდ საყურადღებო და სახიფათო ტრავმებზეა საუბარი. ყველას მოვუწოდებ დავიცვათ არა უბრალოდ მშვიდობა და მართლწესრიგი, არამედ ერთმანეთის ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანია, ყველას კარგად ესმოდეს, რომ პიროტექნიკის დამიზნებით სროლა ადამიანისთვის, მაშინ როცა არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სახიფათო პროდუქტია, საზიანოა. ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, რათა გაუფრთხილდნენ სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.