გარკვეულ ქვეყნებს და მათ მოქმედ პოლიტიკურ ლიდერებს აქვთ წარმოდგენა, რომ მათი ქვეყანა არის სრულყოფილი, მაგრამ საქართველო დროებით მაინც უნდა იყოს არშემდგარი სახელმწიფო - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გარკვეულ ქვეყნებს და მათ მოქმედ პოლიტიკურ ლიდერებს აქვთ წარმოდგენა, რომ მათი ქვეყანა არის სრულყოფილი, მაგრამ საქართველო დროებით მაინც უნდა იყოს არშემდგარი სახელმწიფო.

მისი განმარტებით, მმართველს გუნდს აქვს ყველანაირი უფლება, დემოკრატიული კანონების ფარგლებში დაიცვას სახელმწიფო და ხალხის ინტერესები.

"გარკვეულ ქვეყნებს და მათ მოქმედ პოლიტიკურ ლიდერებს აქვთ ისეთი წარმოდგენა, რომ მათი ქვეყანა არის სრულყოფილი, რომელსაც უფლება აქვს, რომ თავისი ინტერესები ყველა დონეზე დაიცვას, მაგრამ საქართველო დროებით მაინც უნდა იყოს არშემდგარი ქვეყანა, რომელიც გარე მართვა-გამგეობის ქვეშ უნდა იყოს. ეს არის ის განსხვავება, რაც ჩვენს ხედვასა და ამ გარე აქტორების ხედვას შორის არის. ჩვენ გვაქვს ყველანაირი უფლება, დემოკრატიული კანონების ფარგლებში დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო და ხალხის ინტერესები", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.