News Hub: გიორგი ისაკაძე - „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმის მთავარი როლის შემსრულებელი
1735226460
სამწუხაროდ, ბუნდესტაგის ეს გადაწყვეტილება იქნება ანტიქართული და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, თუ კენჭისყრის შედეგად ხმებს მიიღებს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ბუნდესტაგში საქართველოს შესახებ განსახილველ რეზოლუციას, რომლის პროექტშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ავტორიტარული და ანტიევროპული კურსით ქვეყნის ევროპულ მომავალს შეგნებულად აყენებს საფრთხის ქვეშ და მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ მიდის.
„ეს იქნება კიდევ ერთი ანტიქართული, გარე ძალების მიერ კოორდინირებული ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. „ოცნების“ ყველა ლიდერი აფრთხილებდა საზოგადოებას და კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ - მეგობრებო, დიახ, იქნება ძალიან ბევრი შემოტევა გარედან. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო გამძაფრდება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები, მით უფრო გამძაფრდება ნეგატიური განცხადებები, იმიტომ რომ ოპოზიცია საქართველოში აღარ არსებობს, არ არსებობს მათი როლი, გარდა იმისა, რომ დავალებებს ასრულებენ. ამიტომ გარე აქტორებს მოუწიათ ჩაანაცვლონ ქართული ოპოზიცია, რომ მათ ბარიერი მაინც გადალახონ.
სამწუხაროდ, ელჩებსაც კი მოუწიათ მათი ჩანაცვლება, პირდაპირ პოზიციონირდებიან ევროპარლამენტის წარმომადგენლები, ელჩები საქართველოს ხელისუფლების უმრავლესობით არჩეული და მომავალშიც უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ოპოზიცია არ არსებობს და აგენტურა ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ აგენტურულ მოვალეობებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.