ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1795427076
პარლამენტი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშს მოისმენს. სუს-ის ანგარიშს ჯერ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტზე გაეცნობიან, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
დოკუმენტს დეპუტატებს სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე წარუდგენს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წინა წლებში არსებული გამოწვევები დღეს კიდევ უფრო გამძაფრებულია და ეს განსაკუთრებით ეხება გარე ფაქტორებს.
"გამოწვევები, რომელიც იყო წინა წლებში, უფრო და უფრო მძაფრად არის დღევანდელ დღეს. ვგულისხმობ, პირველ რიგში, გარე ფაქტორების რისკებს, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაცია, რაზეც დეტალურად გვაინტერესებს ინფორმაცია, თუ როგორი მდგომარეობაა და რა თქმა უნდა, იმ შიდა რისკებთან დაკავშირებით, რაც გვაქვს ჩვენი ქვეყნის შიგნით და ვფიქრობ, ისევე როგორც კომიტეტზე, ასევე სესიაზეც, საზოგადოებას ექნება საშუალება, მოისმინოს ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რაც თითოეულ ჩვენგანს გვაინტერესებს", - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.