გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში, სადაც საქართველო 4-დან 3 პარამეტრში საუკეთესო ქვეყნად დასახელდა რეგიონში - მიხეილ დუნდუა

მიხეილ დუნდუა

"საქართველოში, ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, მკვეთრად გაუმჯობესდა სიღარიბის მაჩვენებლები და მოსახლეობაზე სოციალური ზრუნვა მკვეთრად გაიზარდა", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ "დებატების" ეთერში განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, 540 000 ადამიანი გამოვიდა 12 წელიწადში უკიდურესი სიღარიბის მდგომარეობიდან, როდესაც წინა 9 წლიან პერიოდში, საკითხი პრაქტიკულად ადგილიდან არ დაძრულა.

"საქართველოში, ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, მკვეთრად გაუმჯობესდა სიღარიბის მაჩვენებლები და მოსახლეობაზე სოციალური ზრუნვა მკვეთრად გაიზარდა. ამასწინათ გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში, სადაც საქართველო 4 პარამეტრიდან 3 პარამეტრში საუკეთესო ქვეყნად დასახელდა რეგიონში. სოციალური დახმარების თვალსაზრისით, ეს არის სოციალური დახმარების ადეკვატურობა, ეფექტიანობა, მოცვა. ერთ-ერთი პარამეტრი - მიზნობრიობა, სადაც საშუალო პარამეტრი გვქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ მოცვის უფრო მაღალი ხარისხი ჰქონდა ქვეყანას ვიდრე მიზნობრივი სოციალური საჭიროებები და ამასთან დაკავშირებით იგეგმება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა.

რაც შეეხება უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის მდგომარეობას მისი გაზრდის თუ შემცირების მიმართულებით, ეს მაჩვენებელიც მკვეთრად არის შემცირებული, ამას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. მაგალითად: 2004 წელს, 21% იყო უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წელს 19%, ხოლო ახლა, 2024 წლის მაჩვენებელი არის 4% ანუ 4-5-ჯერ შემცირდა მაჩვენებელი. 540 000 ადამიანი გამოვიდა 12 წელიწადში უკიდურესი სიღარიბის მდგომარეობიდან, როდესაც წინა 9 წლიან პერიოდში პრაქტიკულად არ დაძრულა ადგილიდან საკითხი. პრაქტიკულად არ მოგვარებულა არაფერი", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.