თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732726137
"თვლით თუ არა, რომ ამ შემთხვევაში თქვენი კანონის მიხედვით გამოდის, რომ შეერთებული შტატები არის საფრთხის მატარებელი ქვეყანა საქართველოსთვის?",- ამ კითხვით ლევან იოსელიანმა აგენტების შესახებ კანონთან ხმაურიან მიმდინარე სხდომაზე ინიციატივის ავტორებს მიმართა.
"არის დასაბუთებული მტკიცებულება, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილ ამერიკულ კანონში შეგნებულად არის გამოტოვებული 613-ე პარაგრაფი, რომელიც პრინციპულად ცვლის ამ კანონის შინაარსს, კერძოდ, შეერთებულ შტატებში ეს კანონი ეხება ქვეყნებს, რომლებიც საფრთხის მატარებელია შეერთებული შტატებისთვის და არა მის პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს, საქართველოში ეს ეხება ყველას.
თვლით თუ არა, რომ ამ შემთხვევაში თქვენი კანონის მიხედვით გამოდის, რომ შეერთებული შტატები არის საფრთხის მატარებელი ქვეყანა საქართველოსთვის? თვლით, თუ არა, რომ თქვენს პირველივე რედაქციაში ტერმინი ,,აგენტის“ შემოტანა ქართულ ენაში ჯაშუშობას უფრო ნიშნავს, ახდენს სტიგმატიზაციას და ღირსების შემლახველია უამრავი ადამიანისთვის და ორგანიზაციისთვის, რომლებიც უცხოურ გრანტებზე არიან დამოკიდებული.
ამავე დროს თქვენ ბრძანეთ, რომ ამ კანონების ვენეციის კომისიაში გაგზავნას აპირებთ. იმ შემთხვევაში, თუ ვენეციის კომისიიდან ჩამოვა უარყოფითი დასკვნა, ამის მიუხედავად, მაინც აპირებთ თუ არა ამ კანონის განხილვის გაგრძელებას? თუ ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით ეს კანონი იქნება წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას ამ კანონის დაინიცირების თაობაზე?"- კითხულობს იოსელიანი.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732726137
ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039