„მაქვს 3-საათიანი ჩანაწერი...“ - სალომე გოგიაშვილი სკანდალური ამბის დეტალებს ასაჯაროებს
1754855940
უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაეროს ელჩებმა ღაზის სექტორზე კონტროლის მოსაპოვებლად ისრაელის გეგმა მკაცრად გააკრიტიკეს და დაგმეს. დიპლომატები აცხადებენ, რომ ანკლავში ისედაც შიმშილია, ისრაელის გეგმა კი იქ არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ისრაელის გეგმას „სახიფათო ესკალაცია“ უწოდა ანკლავში მცხოვრები 2 მილიონი ადამიანისთვის და ასევე იმ მძევლებისთვის, რომლებიც ამ დრომდე „ჰამასის“ ტყვეობაში რჩებიან.
სხდომა დეკლარაციის მიღების გარეშე დასრულდა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორში ომის დასრულების ხუთპუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც ქალაქ ღაზის დაკავებას ითვალისწინებს.