ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ასეთი ინსტრუმენტი - სანქცირების პოლიტიკა, რომელზეც არც დონალდ ტრამპი და არც მისი გუნდი არ ამბობს უარს - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. საუბარია ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც, ბანკებს ეკრძალებათ კლიენტებისთვის მომსახურებაზე უარის თქმა მათი პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა შეხედულებების საფუძველზე.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ არ აქვთ მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირების პოლიტიკა შეიცვალოს.

"ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ ასეთი ინსტრუმენტი, სანქცირების პოლიტიკა, რომელზეც არც დონალდ ტრამპი და არც მისი გუნდი არ ამბობს უარს. ეს არის მათი გაცხადებული პოზიცია. პირიქით, ისინი ამბობენ, რომ მათ შორის განიხილავენ ხოლმე სანქცირების ახალი ტალღის დაწყებას კონკრეტული ადამიანების მიმართ. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირების პოლიტიკა შეიცვალოს,“ - აცხადებს  ირაკლი ფავლენიშვილი.

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ტატა ხვედელიანი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ადეკვატურად ფასდება ის ვითარება, რაც არის საქართველოში.

"ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენს სტრატეგიული პარტნიორების ქვეყნებში მიიღება, ცალსახაა, რომ ეს გადაწყვეტილებები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პასუხის გაცემას. იმიტომ რომ ადეკვატურად ფასდება ამერიკის შეერთებულ შტატებში ის ვითარება, რაც არის ჩვენს ქვეყანაში," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.

ამერიკის პრეზიდენტმა მსხვილ ბანკებთან და მათ მარეგულირებელ ორგანოებთან დაკავშირებით ბრძანებას ხელი მოაწერა. ბანკებს ეკრძალებათ კლიენტებისთვის მომსახურებაზე უარის თქმა მათი პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა შეხედულებების საფუძველზე.