1742056363
"გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო - სწორედ ასეთი იყო "კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის" აშშ-ის ელჩის მისვლა საგარეო საქმეთა სამინისტროში" - გურამ მაჭარაშვილი

"გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო - სწორედ ასეთი იყო "კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის" აშშ-ის ელჩის მისვლა საგარეო საქმეთა სამინისტროში," - ეს განცხადება "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილისა და აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრამ ყველა სპეკულაციას "წერტილი დაუსვა".
"დიდი წერტილია დასმული ნებისმიერ სპეკულაციაზე - მიიჩნევს, რომ უკვე უნდა მოხდეს ურთიერთობების განახლება საქართველო აშშ-ს შორის. კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ერთადერთი რამ აქვს დარჩენილი - ვინ სად გადანაწილდება, ვინ პენსიაზე გავა და ვინ რა საქმეს მიჰყოფს ხელს, ამაზე უნდა იფიქრონ," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს გუშინ შეხვდა.