66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ფრიდრიხ მერცი, რომელიც კონსერვატიული ბლოკის, „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერია, ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა.
მერცმა ისაუბრა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ პატივისცემაზე.
„ახლა ჩვენ ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, მალე ჩამოყალიბდეს მთავრობა. გარე სამყარო არ გველოდება. მსოფლიოში ყველა ხედავს, რომ გერმანიას ჰყავს სანდო და საიმედო მთავრობა. დღეს ჩვენ ვიზეიმებთ და ხვალიდან ჩვენს სამუშაოს განვაგრძობთ“, – თქვა მერცმა, რომელიც, სავარაუდოდ, გერმანიის კანცლერი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 29 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 19.5 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16 პროცენტი აქვს.
გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მემარცხენე-ლიბერალური „კავშირი-90“/„მწვანეები“ 13.5 პროცენტს აგროვებენ. „მემარცხენე პარტია“ 8.9 პროცენტს აგროვებს, მემარცხენე-პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ (BSW) – 4.7 პროცენტს, ხოლო ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ (FDP) – 4.9 პროცენტს.
საპენსიო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1740345553