თბილისის საქალაქო სასამართლო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1756205784
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი თუ უარს იტყვის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, საჭირო იქნება რუსეთზე მეტი ზეწოლა. ამის შესახებ მან ბერლინში კანადის პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასულ კვირას ვაშინგტონში მკაფიოდ განაცხადა, რომ მზად არის, დაჯდეს პუტინთან უახლოეს რამდენიმე დღეში. ახლა მოსკოვის გადასაწყვეტია. რუსეთის პრეზიდენტი სერიოზულად თუ არის განწყობილი მკვლელობების დასრულებასთან დაკავშირებით, მაშინ ის შეთავაზებას მიიღებს. რუსული მხარე ამ ნაბიჯს თუ არ გადადგამს, საჭირო იქნება მეტი ზეწოლა. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ევროკავშირში ვმუშაობთ შემდგომ სანქციებზე. ამერიკის პრეზიდენტმაც არ გამორიცხა სადამსჯელო ტარიფები“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
კანცლერმა ასევე ისაუბრა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე და აღნიშნა, რომ მათ შესამუშავებლად აშშ და ევროპელები უკრაინასთან მუშაობენ.
ეს საკითხი ფრიდრიხ მერცმა მარკ კარნისთანაც განიხილა.
„უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს ძლიერი და საიმედო. უპირველესად და უმთავრესად, უსაფრთხოების გარანტიებმა უკრაინის არმიას უნდა მისცენ შესაძლებლობა, დაიცვას ქვეყანა გრძელვადიანად. დანარჩენი კითხვების დასმა და მათზე პასუხი მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება“, – განაცხადა მერცმა.