„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ამ დრომდეც ხაზგასმით ვამბობ, სამწუხაროდ, ეს სტრატეგიული თანამშრომლობა უპირატესად პოლიტიკური მნიშვნელობის აქტი იყო, პოლიტიკური თვალსაზრისით იყო ეს მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია ეს ამიერიდანაც, სწორედ ამავე თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ს მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების საკითხის კომენტირებისას.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო, მატერიალურ-ფინანსური პრობლემის გაჩენა მოსალოდნელი არ არის.
„რაც შეეხება რაიმე მატერიალურ, ფინანსურ და ამ სახის პრობლემების გაჩენას, ასეთი მოსალოდნელი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე არ არსებულა, მაგალითად სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში არ ყოფილა გათვალისწინებული იგივე პირდაპირ ფრენა, ან მაგალითად, უვიზო რეჟიმის არსებობა, ან სხვა ტიპის ისეთი რეგულაციები, რომელიც უკეთეს შესაძლებლობებს აძლევდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს გარკვეული თვალსაზრისით აშშ-სთან თანამშრომლობაში. იგივე მაგალითად, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა.
ხაზგასმით აღვნიშნავ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, ძალიან სწრაფად დადგება ის დრო, როდესაც რეალურად დაიწყება ნაბიჯების გადადგმა ამ ურთიერთობების გადასატვირთად. ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის აშშ-ს არა ისეთი მიზეზით განპირობებული გადაწყვეტილებები აშშ-ს მხრიდან მიღებული, რომელიც შეიძლება ლეგიტიმურად ან სამართლიანად მივიჩნიოთ საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხადა სარჯველაძემ.
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
1733138019