„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1745437821
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გამოვიდა ინიციატივით, რომ ნატო-ს მე-5 მუხლი უკრაინაზეც გავრცელდეს ალიანსში გაწევრიანების გარეშე. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იტალიის მთავრობის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ უკრაინაზე ნატო-ს მე-5 მუხლის გავრცელება იქნება სტაბილური, გრძელვადიანი და ეფექტური უსაფრთხოების გარანტი, ვიდრე სამშვიდობო კონტიგენტის განთავსება ცეცხლის წყვეტის შემდეგ.
მელონიმ ასევე გამორიცხა იტალიის ჯარების მონაწილეობა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემთხვევაში და აღნიშნა, რომ ევროპული, ფრანგული ან ბრიტანულის ჯარების განლაგება ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. მისივე განცხადებით, გაკვირვებულია აღნიშნული ინიციატივის წარდგენით.