ევროსასამართლო ამბობს, რომ 2012 წლამდე სისტემა დანაშაულებრივი იყო, ევროპელი პოლიტიკოსები კი პირიქით ლაპარაკობენ. ჩვენს პერიოდზე სტრასბურგი ამბობს, რომ დემოკრატია გვაქვს, ხოლო ევროპელი ბიუროკრატები ამბობენ, რომ დღეს ხდება უბედურება - მდინარაძე

მდინარაძე

2012 წლამდე დემოკრატია იყო ფსკერს ქვემოთ, არ არსებობდა, სისტემა დანაშაულებრივი იყო - ამბობს სტრასბურგი და პოლიტიკოსები პირიქით ლაპარაკობენ. დღეს პირიქით არის, სტრასბურგი ამბობს, რომ დღეს დემოკრატია გვაქვს, ხოლო ევროპელი ბიუროკრატები ამბობენ, რომ დღეს ხდება უბედურება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ეს საკითხი ფართო განხილვის საგანი უნდა იყოს.

„ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ლაპარაკობს, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა იყო, მაგრამ სააკაშვილის პერიოდზე ყველაზე ავტორიტეტული, ევროპული სტრუქტურები სამართლის სფეროში ამბობენ, რომ ეს იყო სისტემური დანაშაულის მექანიზმი. რამხელა დაპირისპირებაა ამ ორ მოცემულობას შორის. ამბობენ, რომ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა, მაგალითად სტრასბურგის სასამართლო კი ამბობს, რომ იქ ხდებოდა უბედურება, სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმი იყო. დღეს პირიქით არის - ჩვენ პერიოდზე ევროსასამართლოს აქვს დამოკიდებულება, რომ ვიგებთ პროცესებს, ხოლო ზოგიერთი ევროპელი ლიდერი თუ ბიუროკრატი ჩვენ გვიწოდებს რეჟიმს. აქაც უპირისპირდებიან ერთმანეთს, როგორც ხდება ეს, რომ 2012 წლამდე დემოკრატია იყო ფსკერს ქვემოთ, არ არსებობდა, სისტემა დანაშაულებრივი იყო - ამბობს სტრასბურგი და პოლიტიკოსები პირიქით ლაპარაკობენ. დღეს პირიქით არის, სტრასბურგი ამბობს, რომ დღეს დემოკრატია გვაქვს, ხოლო მათი ბიუროკრატები ამბობენ, რომ დღეს ხდება უბედურება. ეს საკითხი უნდა იყოს ფართო განხილვის, შეფასების საკითხი. მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ მოცემულობის სახით, რა ხდება სინამდვილეში. ვინც ნაცთან ერთად დგას აქციაზე და ერთნაირი ფრაზებით ლაპარაკობენ, იმისთვის საფიქრალად კარგი ამბავია რატომ ხდება ასეთი შეუსაბამობა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ევროსტრუქტურებსა და მათ ბიუროკრატი პოლიტიკოსების გამონათქვამებს შორის“, - განაცხადა მდინარაძემ.