თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
"ევროპული საქართველო" საპარლამენტო არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი, მონაწილეობას არ მიიღებს - ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, "ევროპული საქართველო"მხარს უჭერს პლატფორმა "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას" და წინასაარჩევნო კამპანიაშიც ამ კუთხით იქნებიან ჩართულნი.
"ხმების არდაკარგვის მიზნით, "ევროპული საქართველო" დამოუკიდებლად არ მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში და მხარს უჭერს "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას".
სწორედ ამის გამო, დღეს ჩვენ არ წარვადგენთ საპარლამენტო სიას, მაგრამ "ევროპული საქართველო", მე, როგორც გენერალური მდივანი და ჩვენი თითოეული თანამებრძოლი, აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო კამპანიაში," - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.