ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული მომავლისთვის სათანადოდ აფასებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ამის დასტურია ევროკავშირის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით. ასევე, აშშ ამზადებს ფინანსურ სანქციებს, რომელიც შეეხება ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მისი კარის ბიზნესმენებს და მთავრობის წევრებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, დასავლეთი, ევროპა, აშშ დგანან ქართველი ხალხის გვერდით და სოლიდარობას უცხადებენ ბრძოლაში.
„ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული მომავლისათვის სათანადოდ აფასებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ჩვენ მოვისმინეთ უკვე ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის წევრები, მთავრობის სხვა წევრები, საჯარო მოხელეები, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური პასპორტებით და სამსახურებრივი პასპორტებით, მათი სანქცირება მოხდეს. ასევე, აშშ ამზადებს სანქციების პაკეტს, რომელიც ფინანსურ საკითხებს შეეხება და ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, ასევე მთავრობის წევრებს – ყველას მოუწევს სათანადო სანქცირება და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი, ევროპა, აშშ დგანან ქართველი ხალხის გვერდით და სოლიდარობას უცხადებენ მათ ბრძოლაში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.