ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
ევროპის საბჭო მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის იმ სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპულ გზაზე გაჰყვება, – ამის შესახებ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოვა.
„ევროპის საბჭო მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპულ გზაზე გაჰყვება. ამ კონტექსტში, გენერალური მდივანი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოსვლას აპირებს“, – წერს ტალიაშვილი.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. ბერსეტმა ყველა შესაბამის მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან. ამასთან, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ალენ ბერსეტი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს.