ევროპის საბჭო მისი ახალი ხელმძღვანელის სახით ამჟამად იმყოფება საქართველოში და ყურადღებით შევაფასებთ ანგარიშს - ოლაფ შოლცი

 ოლაფ შოლცი

ევროპის საბჭო მისი ახალი ხელმძღვანელის სახით ამჟამად იმყოფება საქართველოში და ჩვენ ყურადღებით შევაფასებთ ანგარიშს, ჩვენ ვერ შევძელით გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, თუმცა ცალკეული ზომების განხორციელება შესაძლებელია სხვა გზებითაც, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შოლცს კითხვა დაუსვეს „საქართველოსთან დაკავშირებით სამიტზე რა დამატებითი კონკრეტული ნაბიჯები განიხილებოდა“.

„ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება ამ საკითხზე, როგორც ნახეთ ალბათ ჩვენს ერთობლივ დასკვნით განცხადებაში. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ ყველა, ვინც საკუთარ მოსაზრებას გამოხატავს ან ორგანიზებას უწევს საპროტესტო აქციებს, არ განიცდიდეს დევნას და არ ჰქონდეს შიში საკუთარი უსაფრთხოების გამო. ჩვენ ასევე გამოვთქვით ძალიან მკაფიო მოთხოვნა დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით და ასევე განვიხილეთ უფრო დეტალურად ის ფაქტი, რომ, მაგალითად, ევროპის საბჭო მისი ახალი ხელმძღვანელის სახით ამჟამად იმყოფება საქართველოში და ჩვენ ასევე ყურადღებით შევაფასებთ ანგარიშს. ჩვენ ვერ შევძელით გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, თუმცა ცალკეული ზომების განხორციელება შესაძლებელია სხვა გზებითაც“, – დასძინა მან.