ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს - 22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
1734862563
უცნაურია, როდესაც ადამიანები აპროტესტებენ იმ განცხადებას, რომელიც ადასტურებს ევროკავშირისკენ სვლის პროცესს და მეორე მხრივ ამბობს, რომ თუ მოლაპარაკებების გახსნის პროცესი ხელოვნურად არის დაპაუზებული და ამას გარკვეული ზეწოლის იარაღად იყენებენ, ჩვენი მხრიდან დამატებით ეს საკითხი აქტუალიზებული არ იქნება, მანამ სანამ თავად არ გადაწყვეტენ რომ მოლაპარაკებები გახსნან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „ქრონიკის“ ეთერში.
მისი თქმით, პროცესები ისევ ისე ვითარდება, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღების დროს. მან ასევე გაიხსენა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული პროტესტი და აღნიშნა, რომ მაშინაცს აზოგადოებას ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს, ახლა კი როდესაც კანონი უკვე ამოქმედდა, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი სიცრუე იყო.
„ამის ფონზე, მე არ მინახავს არავინ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მისულიყო და მოლაპარაკებების გახსნა მოეთხოვა. არ მინახავს კანდიდატის სტატუსის უსამართლოდ არ მოცემის გამო ამ ხალხის პროტესტი ან გულისწყრომა, როდესაც საქართველოს უსამართლოდ და დაუმსახურებლად არ მისცეს კანდიდატის სტატუსი. სიტუაციის არასწორი ანალიზი ხდება და არასწორად მიემართება აგრესია. იგივე ხდებოდა კანდიდატის სტატუსზე, ყალბი ემოცია, ხელისუფლების მიმართ, როდესაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი წარმატებული იყოს, მათ შორის ყველაზე კარგი პარამეტრებით გამოირჩევა საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებს შორის და ამის პარალელურად, როცა სისტემატურად იჩაგრება შენი ქვეყანა, წარმოუდგენელია რას უნდა აპროტესტებდე პარლამენტის წინ. სამწუხაროა ასევე ის, რომ ევროპის მოტივით შეუძლია ამ პატარა პოლიტიკურ დაჯგუფებას ყველაზე არასწორი პროტესტი დააგენერირონ. ვის მიჰყავს ევროპაში ეს ადამიანები, უნდათ რომ სალომე ზურაბიშვილმა, ნიკა გვარამიამ, ლიაკა ხოშტარიამ ან გიორგი ვაშაძემ წაიყვანოს? ეს ხომ წარმოუდგენელია“, - განაცხადა წილოსანმა.
-0:08