ევროპელი ლიდერები ბრიუსელში, სპეციალურ სამიტზე იკრიბებიან

ბრიუსელი

ევროპელი ლიდერები, ერთ საათში, ბრიუსელში, სპეციალურ სამიტზე შეიკრიბებიან. შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვის საკითხებს განიხილავენ.

ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ იმსჯელებენ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს შემდგომში მხარი დაუჭიროს უკრაინას და იმ პრინციპებს, რომელიც მომავალში უნდა დაიცვან.

სამიტის დაწყებამდე განცხადებები გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი საკუთარი ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესაძლებლობას განიხილავს. მან იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი ევროპის მოკავშირედ დარჩება, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ მზად უნდა იყვნენ სხვა სცენარისთვისაც.