„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ევროპარლამენტმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 444 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, - წერს "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ X-ში.
„ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და იმავეს მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას. ის ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის“, - წერს იოზვიაკი.