რა ემართება თქვენს არტერიულ წნევას ყავის დალევის შემდეგ
1750681080
ევროპარლამენტმა ჩააგდო კიდევ ერთი რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც გერმანელმა და ბულგარელმა ევროპარლამენტარებმა წარადგინეს - საუბარია "სუვერენული ერების ევროპის" ჯგუფის ავტორობით პროექტზე. რეზოლუციაში გერმანელი და ბულგარელი პოლიტიკოსები გმობდნენ "ევროკავშირის უარს, ცნოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია".
ამ დოკუმენტში ეწერა, რომ "ევროკავშირის ზეწოლა საქართველოზე, მათ შორის სანქციებით მუქარა და ფინანსური დახმარების პოტენციური შეჩერება, წარმოადგენს გაუმართლებელ სადამსჯელო მიდგომას, რომელიც რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან დაშორებას იწვევს".