დილის მავნე ჩვევები - რისი გაკეთება არ შეიძლება გაღვიძების შემდეგ
1735153103
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ნებისმიერ რეზოლუციას, რომელიც სიმართლეს არ ასახავს, ჩალის ფასი ექნება.
მისი განმარტებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია საგანგაშო და შემაშფოთებელია, რადგან ისეთ ფაქტებზე კეთდება აქცენტი, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას.
"ნებისმიერ რეზოლუციას, რომელიც სიმართლეს არ ასახავს, ექნება ჩალის ფასი. წინასწარვე გეტყვით, რომ საგანგაშო და შემაშფოთებელია, რადგან ისეთ ფაქტებზე კეთდება აქცენტირება, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. ერთ-ერთ დოკუმენტში, ბიძინა ივანიშვილი არის მოხსენიებული ოლიგარქად და მის მიმართ პირადი სანქციებია მოთხოვნილი. ასევე, იმავე დოკუმენტში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ, უპირობო გათავისუფლებას უნდა დაექვემდებაროს. ეს ლოგიკურია საერთოდ, ან რაიმე სერიოზულობასთან ახლოს არის?!
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ყველა საკითხი გარკვეულია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენჯერმე იმსჯელა მის განცხადებაზე და დაუშვებლად მიიჩნია იმიტომ, რომ არანაირი უფლება არ ირღვევაო. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. შესაბამისად, როდესაც ასეთ საკითხს ჩაწერენ რეზოლუციაში, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს არის მიკერძოებული და მიზანმიმართული რეზოლუცია. თუ ნახავთ ამ პროექტის ავტორების ჩამონათვალს, ნახავთ, რომ ნაწილი არიან ზუსტად იგივე სახელები და გვარები, რომლებიც წინა ევროპარლამენტშიც იყვნენ და საქართველოს საზიანო, დისკრედიტაციულ ინფორმაციას ავრცელებდნენ და რომელსაც არანაირი არგუმენტი არ ჰქონდა", - განაცხადა გივი მიქანაძემ.