საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1747333573
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარმა მისი განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.
„… ამბობს დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და მის 1 120 000 ამომჩეველს დამნაშავესა და ინფექციას უწოდებს.
ევროპარლამენტის ღირსების საკითხია, რომ ამ ადამიანმა ბოდიში მოიხადოს ქართველი ხალხის მიმართ მისი ფაშისტური განცხადებებისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა: „გვაშფოთებს, რომ საქართველოში ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება“. ამასთან, იუკნევიჩიენემ იმედი გამოთქვა, რომ „მეგობარი აქტს“ სენატიც მხარს დაუჭერს და აშშ-ის პრეზიდენტიც მოაწერს ხელს.