1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ევროპარლამენტი რჩება გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი, სწორედ ამიტომ, ჩვენ პირველები გამოვედით საქართველოსთვის, მოლოდვისთვის და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოწოდებით და სწორედ ამიტომ განვაგრძობთ უკრაინის ევროპული მხარდაჭერისკენ მოწოდებებს თავისუფლებისთვის ამ ბრძოლაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი და ჩვენი პროექტი არ არის იდეალური. ბოლო-ბოლო, ეს არის მუდმივი მიმდინარე სამუშაო, თუმცა ეს უნდა იყოს ერთად მუშაობის სტიმული. და როგორც დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წარმომადგენლებზე, ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი საერთო კონტინენტის დღის წესრიგის შექმნა და ამბიციური მიზნების დასახვა როგორც ჩვენი ეროვნული კანონმდებლობებისთვის, ისე ევროპისთვის. სწორედ ამ მიზნით ევროპარლამენტი რჩება გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. სწორედ ამიტომ, ჩვენ პირველები გამოვედით საქართველოსთვის, მოლოდვისთვის და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოწოდებით და სწორედ ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ევროპული მხარდაჭერისკენ მოწოდებებს თავისუფლებისთვის ამ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველაზე მკაფიო და ცალსახა დასკვნებს უკრაინასთან დაკავშირებით, იმის შესაბამისად, რაც ჩვენ ერთობლივად გავაკეთეთ ყველა ჩვენს დასკვნებში და ჩვენს შეხვედრებზე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ“,- განაცხადა მეცოლამ.