1739342153
ევროპა ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის გამო ეჭვიანობს, ევროპის დრო წასულია - დიმიტრი მედვედევი
![მედვედევი მედვედევი](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/13/111983/medvedevi_w_h.jpeg)
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებსს.
როგორც მედვედევმა აღნიშნა, პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის გამო ევროპა გაბრაზებულია, რაც გლობალურ ასპარეზზე მის შესუსტებას აჩვენებს.
„ევროპა ეჭვიანობს და გაბრაზებულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის გამო. ეს აჩვენებს, რომ ევროპის ძალაუფლება გლობალურ ასპარეზზე შესუსტდა. ფრიგიდული შინაბერა ევროპა გაგიჟებულია, ეჭვიანობს და მრისხანებისგან გადაირია. ეს ცხადყოფს ევროპის რეალურ როლს. ევროპის დრო წასულია“, – წერს მედვედევი.