მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება - ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები
1732795555
რატომღაც ჩვენი ოპონენტები რისკავენ და ისეთ საკითხებს უკავშირებენ ევროპას და ევროპულობას, რომელიც ქართულ საზოგადოებაში და არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არცერთ ეროვნულ საზოგადოებაში, ასე დავარქვათ ამ შემთხვევაში, არ არის პოპულარული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამას წარადგენდა.
მისივე თქმით, ევროპა პირველ რიგში არის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობა და ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ევროპელობას იჩემებს და პოლიტიკურ ექსკლუზივად მიაქვთ, სინამდვილეში იბრძვიან ევროპისა და ევროპულობის წინააღმდეგ.
„ხშირად ისეთ ალტერნატივებს გვთავაზობენ საზოგადოებას, რომლის ფარგლებშიც ვიღაცებს უჩნდებათ წარმოდგენა, რომ თითქოს ევროპა არის რაღაცა ლგბტ კანონის გაუქმების მოთხოვნა და თავად ევროპელებიც, არაერთი ადამიანი, ამაზე აპელირებს. არჩევნებზე განცხადებებს აკეთებდნენ და ორი კანონი გააუქმეთო - „გამჭვირვალობის კანონი“ და „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მიმართული კანონი. რა თქმა უნდა, ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს და ქართველმა ხალხმა იცის რაც მთავარია, რომ ევროპა პირველ რიგში ეს არის ქრისტიანულ ღირებულებებზე შექმნილი, დაფუძნებული ერთობა ქვეყნებისა. ღირებულებებზე დაფუძნებული - ღირსება ჩვენი მოგონილი არ არის, ეს ქართველ კაცში და ქართველ ქალში გენეტიკურად ძალიან არის გამჯდარი, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ექსკლუზივი, ეს არის, მათ შორის, როდესაც ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ევროპული, ქრისტიანული საწყისი. ჩვენ თუ გვინდა ევროპა და ევროპელობა იყოს კვლავ და მუდამ პოპულარული ამ ქვეყანაში უნდა ვიცოდეთ, რომ ვიღაცები ვითომ ევროპელობას რომ იჩემებენ და პოლიტიკურ ექსკლუზივად მიაქვთ, სინამდვილეში ისინი იბრძვიან ევროპისა და ევროპულობის წინააღმდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.