ევროკომისიის სპიკერი: ევროკომისია პოლონეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს

ევროკომისია

ევროკომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმა განაცხადა, რომ ევროკომისია პოლონეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.

პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდადებული ორი პოლიტიკოსი დააკავა, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეს აფარებდნენ თავს. საუბარია შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ მარიუშ კამინსკისა და მის ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკზე. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ არ მოისვენებს, ვიდრე ორ ოპოზიციონერ დეპუტატს ციხიდან არ გაათავისუფლებენ.

"ჩვენ არ გავაკეთებთ კომენტარს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით", - აღნიშნა ევროკომისიის სპიკერმა.

"კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით - პოლონეთში თუ სხვა ქვეყნებში - ჩვენ ყოველწლიურად ვაქვეყნებთ ანგარიშს ამ თემაზე. სწორედ იქ არის წარმოდგენილი ანალიზი. ზოგჯერ ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვები გარკვეულ წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ არ ვსაუბრობთ რაიმე კონკრეტულ, ცალკეულ შემთხვევებს", - დასძინა მან.