„შეინარჩუნეთ ღირსება…“ - რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1764006113
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში, მხოლოდ უკრაინამ, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი შეიარაღებული ძალების შესახებ.
მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და უკრაინის უფლება, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი - ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელსაც ევროკავშირი სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მხარს დაუჭერს.
„ძირითადი ევროპული პრინციპები შემდგომი წინსვლისთვის: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული. მხოლოდ უკრაინას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი შეიარაღებული ძალების შესახებ, ხოლო მისი ბედის არჩევანი მის ხელშია“, - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.