1750362602
ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმა აშშ-ისა და უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში აშშ-ისა და უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებს.
„დღეს ჩვენ მივესალმებით ახალ ამბებს ჯიდადან აშშ-ისა და უკრაინის მოლაპარაკებების თაობაზე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შემოთავაზებითა და ამერიკის სადაზვერვო და სამხედრო დახმარების განახლების ჩათვლით. ეს არის ვითარების პოზიტიური განვითარება ყოვლისმომცველი, სწრაფი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის უკრაინაში“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ბურთი ახლა რუსეთის მხარესაა. „ევროკავშირი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებების მთელი მატჩის სათამაშოდ პარტნიორებთან ერთად“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა გუშინ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მოლაპარაკებები გამართეს. მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა დათანხმდა 30-დღიან დროებით ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. ამერიკა საპასუხოდ კიევისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას განაახლებს.