ევროკომისიის პრესსპიკერი აცხადებს, რომ 11 ივნისის შეხვედრა „იმ გარემოებების გამოსწორებას“ ემსახურება, რის გამოც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდა

ევროკომისიის პრესსპიკერი

კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისია აპირებს, რომ ქართულ მხარესთან 11 ივნისს გამართოს ტექნიკური შეხვედრა, რომელიც სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით შედგება.

„2026 წლის მარტში კომისიამ დიპლომატიური სამსახურისა და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვის საწყისი ვადით შეაჩერა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ ამაზე. როდესაც უვიზო რეჟიმის შეთანხმება ჩერდება, კომისია აღნიშნულ მესამე ქვეყანასთან „გაფართოებულ დიალოგს“ მართავს და მისი მიზანია შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორება და ამ კონტექსტში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. შეგახსენებთ, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას. ისინი ეწინააღმდეგება კავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, ხელს უშლის კავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას. ეს იქნება ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ტარდება შეჩერების პროცესსა და კონტექსტში. შესაძლოა, შეხვედრის შემდეგ მკითხოთ, შემიძლია თუ არა ანგარიშის წარდგენა“, – განაცხადა ლამერტმა.