რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს შესახებ განცხადებები გაკეთდა. სხდომაზე მწვავე შეფასებები გააკეთა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ. მისი თქმითაც, ევროკავშირს აქვს მნიშვნელოვანი როლი, გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობებს.
"ჩვენ ვგმობთ საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის დემოკრატიულ უკუსვლას, რომლის კულმინაცია იყო გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში. ჩვენ უარს ვაცხადებთ "ქართული ოცნების" თვითდანიშნული მთავრობის აღიარებაზე. ერთადერთი გზა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად არის ახალი დემოკრატიული არჩევნები. ჩვენს მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს აქვს მნიშვნელოვანი როლი და მოვალეობა, გადახედოს საქართველოსთან ურთიერთობებს. სამწუხაროდ, წევრი ქვეყნების გამოხმაურება, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, არაადეკვატური იყო," - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ლიეტუვიდან, მუდმივმა მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე რასა იუკნევიჩიენემ.