1745609760
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნებია - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კრისტენ მიჰალის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება.
ამის შესახებ ესტონეთის მთავრობის მთაურმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნებია. გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლო არჩევნები არ იქნა მიჩნეული თავისუფლად და სამართლიანად. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მისმა ლიდერებმა შეაფერხეს. ასე, რომ ჩვენ ამასაც განვიხილავთ“, – განაცხადა კრისტენ მიჰალმა.