ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ „კრეატიული კომპასი საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც წარმომადგენლობაში აცხადებენ, ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა.
„30 წელია, ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურულ სფეროს საქართველოში. ეხმარება ქვეყანას უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, ხელს უწყობს შემოქმედებით ინდუსტრიებს, საქართველოს ხელოვანებსა და კულტურულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს მათ ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს. ევროკავშირს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წამრომადგენლობისგანცხადებაში.
როგორც ცნობილია, ფესტივალზე მიწვეული იყო მუსიკოსი „კორძი“. მმართველ გუნდში აცხადებდნენ, რომ მუსიკოსმა თავის დროზე „ქართული ოცნების“ ათასობით ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა“.
22 სექტემბერს აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც, რომლის თქმითაც, „ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, გაემიჯნება თუ თანამონაწილე გახდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის შეურაცხყოფის“.
„ერთი მხრივ, როდესაც არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური გემოვნების ნიშნით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს აგინებს, როდესაც ღონისძიებას ორგანიზებას უწევს „გორის კულტურული ცენტრი“, რომელიც პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მონებს უწოდებს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული, აღარ ვიცი, რა კვლევა და ანალიზი არის საჭირო. გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ამაზრზენ მდგომარეობასთან, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტილება. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების, ან გაემიჯნება ამ ქცევას. ეს ქცევა არის ექსტრემიზმი, ფაშიზმი, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს შემოსაზღვრავ და მონებს უწოდებ, უუფლებო არსებებს, რომ ესენი არ არიან ადამიანები და ამაში შენ, როგორც ევროკავშირი თანხობრივად ჩარეული ხარ. ასეთი ევროპა იყო ასი წლის წინ. ან ასი წლის წინანდელი ევროპის ღირებულების მატარებელია, ვინც აფინანსებს ფაშისტური სლოგანებისა და იდეოლოგიების ავტორებს, ან გაემიჯნებიან ამ ღონისძიება და ამ ადამიანებს. ასე რომ, ჩვენ ველოდებით პასუხს და ქმედებებს ევროკავშირისა თუ იმ დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომელიც ჩართულია ამ ღონისძიებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.