„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხები საქართველოში იხარჯება ფარულად, თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს ამ ფარულ ფულს, ამას ყველა ვხედავთ, როდესაც აღმოვაჩენთ ხოლმე შემდეგ, რომ რადიკალი პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც დაინტერესდა აპირებს თუ არა მმართველი გუნდი აღნიშნული კანონის გაუქმებას.
შალვა პაპუაშვილის თქმით, შეუძლებელია ევროპული ღირებულება იყოს უცხოეთიდან სხვა ქვეყანაში ფულის ფარულად ხარჯვა.
„რაც შეეხება „გამჭვირვალობის კანონს“, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ევროპული ღირებულების შესაბამისად მიღებული კანონი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თანხები, რომელიც იხარჯება საჯარო წყაროებიდან და განსაკუთრებით თანხები, რომელიც იხარჯება უცხოეთიდან სხვა ქვეყანაში, უნდა იყოს გამჭვირვალე. წერტილი. ეს არის ევროპული ღირებულება. გამოვიდეს და ვინმემ თქვა, რომ სხვა ქვეყანაში ფულის ხარჯვის გაუმჭვირვალობა არის ევროპული ღირებულება და ძალიან მაინტერესებს ვინ იტყვის ამას, რომ ფულის გაუმჭვირვალობა ყოფილა თურმე ევროპული ღირებულება.
ჩვენ გარშემო გვივლიან სხვადასხვა არაპირდაპირი შემოვლითი არგუმენტებით. პირდაპირ თქვან, ფულის გაუმჭვირვალე ხარჯვა საქართველოში არის თუ არა ეს ევროპული ღირებულება და კონკრეტულად, ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხები საქართველოში იხარჯება ფარულად. მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ ფარულად ხარჯავს საქართველოში ფულს, მათ შორის პოლიტიკაში და ეს არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი. კითხვა არის მარტივი, აპირებს თუ არა ევროკავშირი მიჰყვეს მისსავე გაცხადებულ ღირებულებებს და გაასაჯაროოს საკუთარი ბიუჯეტიდან მიმართული ხარჯები საქართველოში. აპირებს თუ არა მიჰყვეს მისსავე გაცხადებულ პრინციპებს და იყოს გამჭვირვალე მისი ფინანსები საქართველოში. ეს გვაინტერესებს და ამაზე გვინდა ჯერ პასუხი ევროპელი სხვადასხვა ჩინოსნებისგან.
სირცხვილიც არის 21-ე საუკუნეში, გვიმტკიცებენ, რომ უნდა იყოს ფარული ფული, რომელიც იხარჯება საქართველოში. თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს ამ ფარულ ფულს, ამას ყველა ვხედავთ, როდესაც აღმოვაჩენთ ხოლმე შემდეგ, რომ რადიკალი პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია სტუდენტებს ხვდება
1733155200