ევროკავშირის, აშშ-ს, ნატო-ს ისტებლიშმენტი ცდილობს გადააქციოს საქართველო მეორე უკრაინად, თუმცა ქართველები წარმატებით ეწინააღმდეგებიან მათ თავიანთი სუვერენიტეტის დასაცავად - პოლიტოლოგი ტომას ფაცი

პოლიტოლოგი ტომას ფაცი

იტალიელი პოლიტოლოგი და სოციოლოგი ტომას ფაცი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართველები წარმატებით ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის, აშშ-ს, ნატო-ს ისტებლიშმენტს თავიანთი სუვერენიტეტის დასაცავად და არ აძლევენ საშუალებას გადააქციონ ქვეყანა მეორე ფრონტად რუსეთის წინააღმდეგ ომში.

„მე ადრე დავწერე იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს ევროკავშირის, აშშ-ს, ნატო-ს ისტებლიშმენტი გადააქციოს საქართველო მეორე უკრაინად - მეორე ფრონტად რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტულ ომში - და როგორ წარმატებით ეწინააღმდეგებიან ქართველები თავიანთი სუვერენიტეტის დასაცავად“, - წერს სოციალურ ქსელში X ტომას ფაცი.