1734692829
ევროკავშირი უკრაინას დამატებით 30 მილიარდ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირმა უკრაინისთვის, დამატებით 30 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების შესახებ გამოაცხადა. თანხას კიევი 2025 წელს მიღებს. ამის შესახებ, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, ანტონიო კოსტამ განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა კიევს 130 მილიარდ ევრომდე ფინანსური დახმარება გამოუყო.