„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ეუთო/ოდირის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ 26 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნითი ანგარიში დადებითი იქნება.
მისი თქმით, კონკრეტული ინფორმაციის გაჟღერების ფონზე, რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ეუთო/ოდირის ანგარიში.
"ეუთო/ოდირის დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ წინასწარი განცხადებები რაც კეთდება ამ ანგარიშთან დაშვრებით ეუთო/ოდირის ფიციალური პირების მხრიდან მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, ძალიან მაღალი ადმინისტრირების კომპონენტით და ყველა ის დადებითი ფაქტორი არის აღნიშნული, რომელიც ამ არჩევნების ჩატარების სამართლიანობაზე მიუთითებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კონკრეტული ინფორმაციის გაჟღერების ფონზე, რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ეუთო/ოდირის ანგარიში. პარტნიორების მხრიდანაც გარკვეულწილად იგნორირება ხდება ამ ანგარიშის", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
1733138019