ეუთო-ს სამეული: ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ჰი

ეუთოს თავმჯდომარეების სამეული 2024 წლის შემაჯამებელ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც, სხვა თემებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი. ეუთოს ე.წ. სამეული, რომლის შემადგენლობაშიც ჩრდილოეთი მაკედონია, მალტა და ფინეთი შედიან, აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია ევროპის უსაფრთხოებას, ნორმებისა და ღირებულებების საერთო სისტემას ძირს უთხრის. განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაც.

„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ აღვნიშნავთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას და მხარს ვუჭერთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის რეალური შედეგების მიღწევის მნიშვნელობას, რაც 2024 წელს ყურადღების ცენტრში იყო. ჩვენ ერთგული ვრჩებით დადგენილი ძალისხმევისა და ინიციატივების, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე მუშაობის“, - ნათქვამია განცხადებაში.