ეუთო-ს გენერალური მდივანი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

ეუთო-ს გენერალური მდივანი

რონდელის ფონდის ოფისში ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

ფერიდუნ სინირლიოღლუს უკვე შეხვდა „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია. ამ წუთებში კი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ხვდებიან „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი და „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. ასევე დაგეგმილია შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიგი წერეთელთან.

შეხვედრაში არ მონაწილეობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები. მათ დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ უარი თქვეს ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე.