Euronews: უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადეს საქართველოს ოფიციალური პირებისთვის ევროკავშირის სანქციების დაწესების წინადადებას

ევროკავშირი

უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადეს საქართველოს ოფიციალური პირებისთვის ევროკავშირის სანქციების დაწესების წინადადებას. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ოფიციალურ და დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც წყაროები აცხადებენ, საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ცალკეული გეგმა ჯერ კიდევ შეიძლება შემუშავდეს, რადგან ის მოითხოვს მხოლოდ კვალიფიციურ უმრავლესობას.

სანქციები უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს წარადგინა.

ეს კალასის პირველი წარდგენილი წინადადება იყო 1-ელ დეკემბერს თანამდებობის დაკავების შემდეგ.