“წვიმა ძლიერ ქართან ერთად და გზებზე ლიპყინული” - მეტეოროლოგის განახლებული პროგნოზი
1732598222
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა ამერიკულ გამოცემა The Hill-ს განუცხადა, რომ უკრაინას სჭირდება ფული, რომელიც ჩაიდება მის სამხედრო წარმოებაში და არა უცხოური ჯარები რუსეთის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად.
როგორც გამოცემა The Hill-ი აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები მსჯელობენ, გააგზავნონ თუ არა ჯარები უკრაინაში.
ჰანო პევკურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯის რისკი აღემატება სარგებელს.
„რამდენადაც მე ვიცი, უკრაინელებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს, როდესაც ჩვენ შევძლებთ იმ ყველაფრის მიწოდებას, რაც მათ რუსეთთან საბრძოლველად სჭირდებათ“, - აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
„ჩვენ ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ, ვეხმარებით უკრაინას ბრძოლაში თუ გამარჯვებაში? ასე რომ, თუ გსურთ დაეხმაროთ მათ გამარჯვებაში, თქვენ უნდა გადადგათ დამატებითი ნაბიჯი“, - დასძინა მან.