„თოვლი, წვიმა, ნალექი...“ - ამინდი იცვლება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1731924856
ჭავჭავაძის გამზირის და ვარაზისხევის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი ისევ პარალიზებულია. გაშლილია კარვები - ადგილზე რჩებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები.
ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, პროტესტის ახალ ფორმას გუშინ საღამოს მიმართეს - დაანონსებულია, რომ აქცია 24 საათი გაგრძელდება. როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯები- ამაზე ინფორმაცია დღეს საღამოს, 20:00 საათზე გახდება ცნობილი.
"ხელისუფლების წინააღმდეგ დაუმორჩილებლობაა. პროტესტი გადავიდა ახალ ეტაპზე, მისი ინტენსივობა და მისი მასშტაბი უფრო გაძლიერდება და გაგრძელდება ეს ყველაფერი მანამ, სანამ ერთადერთი გამოსავალი არ იქნება გამონახული ახალი არჩევნები", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" თავმჯდომარე ნიკა მელია.