სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იდეოლოგიურად დაკავშირებულია ჰიტლერთან და მას იგივე ბედი ელოდება. ერდოღანის განცხადებას თურქული გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს.
„ისინი, ვინც ისრაელს მართავენ, წარმოადგენენ მკვლელების ქსელს, რომლებმაც საკუთარი რადიკალური შეხედულებები ფაშისტურ იდეოლოგიად აქციეს. ნეთანიაჰუ, ფაქტობრივად, იდეოლოგიურად დაკავშირებულია ჰიტლერთან. როგორც ჰიტლერმა წინასწარ ვერ განჭვრიტა მარცხი, ნეთანიაჰუსაც საბოლოოდ იგივე ბედი ელოდება“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
ერდოღანის თქმით, დასავლური ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გაზრდის ისრაელზე ზეწოლას. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, თურქეთი კიდევ ერთხელ დააყენებს ამ საკითხს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, იმედს გამოთქვამს, რომ ამ ღონისძიებაზე ღაზის მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული ფრონტი გაფართოვდება.