"ეს პროტესტი არ არის ერთ ადგილზე ყოფნა და ჩაბნელებული პარლამენტის შენობის წინ შეკრება, ეს პროტესტი გაგრძელდება ქუჩა-ქუჩა, უბან-უბან" - მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი

 ოპოზიციის მიერ ორგანიზებული, მსვლელობით დაწყებული აქცია, გვიან ღამით კვლავ მსვლელობით დასრულდა. მთავარი გაჩერება პარლამენტის წინ იყო.

მომიტინგეებმა პარლამენტიდანმსვლელობით ჯერ იუსტიციის სახლთან, შემდეგ კი მარჯანიშვილის მოედანზე გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები ბარათაშვილის ხიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც იმყოფებოდნენ.

მსვლელობის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებს "ლელოს" ლიდერმა მიმართა და აღნიშნა, რომ აქციები მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება.

"ეს პროტესტი არ არის რაღაც ერთ ადგილზე ყოფნა და ჩაბნელებული პარლამენტის შენობის წინ შეკრება. ეს პროტესტი არის, რომელიც გაგრძელდება ქუჩა-ქუჩა, უბან-უბან. ეს მოძრაობა უნდა იყოს მრავალფეროვანი, უნდა იყოს გეოგრაფიულად გაშლილი", - აცხადებს კოალიციის "ძლიერი საქართველო" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე.