„ეს დასკვნაც და მასში მოცემული 1001 ტყუილი გამოხატავს იმ ერთიან კამპანიას, რომელსაც აწარმოებენ საქართველოს წინააღმდეგ“ - ნინო წილოსანი „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე

ნინო წილოსანი

„მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული ანგარიში კვლავაც განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში.

მმართველი გუნდისთვის ანგარიში რეალობას აცდენილია და აცხადებენ, რომ დოკუმენტი გამოყენებულია ქვეყანაზე თავდასხმის იარაღად.

"ჩვენ უკვე შევეჩვიეთ, რომ ასეთი დოკუმენტები ზუსტად ისეთი ზედაპირულობით და წარმოუდგენელი თავდასხმის მოტივით ხორციელდება ხოლმე. შესაბამისად, ეს დასკვნაც და მასში მოცემული 1001 ტყუილი გამოხატავს იმ ერთიან კამპანიას, რომელსაც რიგი ევროპელი და დასავლეთის ბიუროკრატები აწარმოებენ საქართველოს წინააღმდეგ," - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.