ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ამ შეთქმულებაში ჩათრეული ჰყავთ ზოგიერთი უცხოელი აქტორი - გიორგი ვოლსკი ევროსაბჭოს წევრების განცხადებაზე

ვოლსკი

ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ამ შეთქმულებაში ჩათრეული ჰყავთ ზოგიერთი უცხოელი აქტორი, - ასე აფასებს გიორგი ვოლსკი ევროსაბჭოს 24 წევრის განცხადებას. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ განცხადებას ხელ სადამკვირვებლო მისიის წევრები არ აწერენ.

„სადამკვირვებლო მისიის არცერთი წარმომადგენელი ამ განცხადებას ხელს არ აწერს, თუმცა არასასიამოვნო ფაქტია, რასაკვირველია. მაგრამ, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე თუ რამდენად მოღალატეობრივი რესურსი არის ამოქმედებული და ცოცხლობს იმ კონკრეტულ ადამიანებში, ვინც ამის უკან დგას“, - აცხადებს ვოლსკი.

ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია საქართველოსთან დაკავშირებით „უმძიმეს განცხადებას“ აქვეყნებს, სიცრუეა.

სინამდვილეში განცხადება მომზადებულია ესტონეთის პარტია „რეფორმების“ წევრის, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ერიკ-ნილეს კროსის მიერ. განცხადებას კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 612 წევრიდან მხოლოდ 24-მა მოაწერა ხელი. მათ შორის ხელი არ მოუწერა ასამბლეის იმ წევრს, რომელიც სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელია.