1734811100
ეს არის პირდაპირი მუქარა ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც დღეს შეიძლება ჰქონდეს მათგან განსხვავებული მოსაზრება, რომ თუ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან რა შეიძლება ელოდეთ ამ ადამიანებს - ეს პოლიტიკა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე - ლევან მახაშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ეხმიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, სადაც იგი ემუქრება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩუმადაა და მიმართავს, რომ ვერავინ დაიმალება და არავის სიჩუმეს არ დაივიწყებენ.
მახაშვილის თქმით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის პირდაპირი მუქარა ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც დღეს შეიძლება ჰქონდეს მათგან განსხვავებული მოსაზრება, რომ ისინი თუ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან რა შეიძლება ელოდეთ ამ ადამიანებს.
„სამწუხაროდ, როგორც ჩანს ეს ადამიანები ზნეს არ იცვლიან. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და რა მოვლენებიც არ უნდა განვითარდეს, მაინც იგივე პოლიტიკის გატარების მოსურნეები არიან და ჩვენ ეს პოლიტიკა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე. სწორედ ამ ადამიანების ხელში შეიქმნა მაგალითად - პენიტენციურ დაწესებულებაში წამების სისტემა. ოღონდ ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს შეფასება. ამიტომ, რატომ გვიკვირს მსგავსი ტიპის განცხადებები, ეს არა თუ უნდა გვიკვირდეს, არამედ, რა შეიძლება ელოდეს ქვეყანას ძალიან მარტივად შეგვიძლია ვნახოთ 2012 წლამდე რა ხდებოდა ამ ქვეყანაში და რა შეიძლება მოხდეს თუ ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოვლენ, მე არ მიკვირს, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია ადამიანურად, მიუღებელია ყველა გაგებით, მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს. ჩვენ ვნახეთ როდესაც ადამიანებს ჰქონდათ განსხვავებული შეხედულებები, ჰქონდათ განსხვავებული პოზიციები რა ემართებოდათ მათ, მათი ოჯახის წევრებს, სად ქრებოდნენ, რა ბიზნესებს კარგავდნენ, ეს ნანახი გვაქვს. ეს არის პირდაპირი მუქარა ყველა იმ ადამიანისადმი ვისაც დღეს შეიძლება ჰქონდეს მათგან განსხვავებული მოსაზრება, რომ ისინი თუ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან რა შეიძლება ელოდეთ ამ ადამიანებს,“- განაცხადა ლევან მახაშვილმა.